35 ოჯახს ახალი საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ვარკეთილის დასახლებაში ავარიულ კორპუსებში მრავალი წელი ცხოვრობდნენ. ადგილობრივებს ბინის გასაღები საზეიმო ვითარებაში დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს თავად გადასცა.
მათი ოფიციალური მისამართი დღეიდან მაჭავარიანის 7 ნომერი იქნება. ბინებთან ერთად, ოჯახებს მუნიციპალიტეტისგან სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო თანხაც გადაეცემა, რომელიც ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია.
თბილისის მერის კახი კალაძის თქმით, ავარიულ მდგომარეობაში კიდევ 10 000-მდე ბინაა და ეს პრობლემა ეტაობრივად მოგვარდება.
"10 000-მდე ავარიული შენობა-ნაგებობა გვაქვს. დედაქალაქის მერიამ წარმოადგინა პროგრამა, რომლის საშუალებითაც ამ კორპუსების ჩანაცვლებას ეტაპობრივად შევძლებთ. ჩვენ 2017 წელს დავპირდით მოსახლეობას, რომ ამ პროგრამის განხორციელებას დავიწყებდით," - აცხადებს კახა კალაძე.