უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს პრეზიდენტზე ზეწოლისთვის იყენებს.
თალაკვაძის თქმით, იმპიჩმენტის დაწყების შემდეგ, "რადიკალური ოპოზიციის ლიდერებმა პრეზიდენტს პირდაპირ შეუთვალეს - შეწყალება ან იმპიჩმენტი".
"თავიდანვე ვთქვით, რომ "ქართული ოცნების" ხმები არა რის საკმარისი იმისთვის, რომ იმპიჩმენტის პროცესი ბოლომდე მივიდეს. ამის მერე, რადიკალური ოპოზიციის ლიდერები გამოვიდნენ და პრეზიდენტს ღია ეთერით პირდაპირ შეუთვალეს - შეწყალება ან იმპიჩმენტიო. რა მოლაპარაკებები იყო მათ შორის მე ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ამ საკითხს პრეზიდენტზე ზეწოლისთვის იყენებს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.