15 ნოემბერი 2024,   17:50
ვრცლად
პრეზიდენტი პირდაპირ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება - კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი რადიკალური ოპოზიციის გზის წესრიგს მიჰყვება, რაზეც მისი ბოლოდროინდელი ქმედებები და განცხადებები მიუთითებს.

კალაძის თქმით, პრეზიდენტის ქმედებები ძალიან ცუდ ზეგავლენას ახდენს საქართველოზე.

"არ არის მისაღები, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას. ეს ძალიან ცუდი მესიჯია. კონსტიტუციაში ძალიან ნათლად, შავით თეთრზე წერია, რომ მან უნდა შეათანხმოს მთავრობასთან და მთავრობისგან უნდა მიიღოს ნებართვა. თუ ის აქამდე ამას აკეთებდა და უთანხმებდა მთავრობას, მის წასვლა არ წასვლასთან დაკავშირებით, დღეს რატომ გახდა ეს ყველაფერი აბსურდი. ვნახეთ მესიჯები და მის ქმედებები, რომელსაც პრეზიდენტი ბოლო თვეების განმავლობაში აკეთებს, ის პირდაპირ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება, რაც ძალიან ცუდია, თუმცა ეს მისი არჩევანია", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები