15 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა გაიმეორა პოზიცია, რომ საქართველოსთვის რუმინეთი არის ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი ქვეყანა - ეკა სეფაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის რუმინეთში ვიზიტის მნიშვნელობაზე განცხადებები კეთდება. რუმინეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტში პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" წევრი, ეკა სეფაშვილი  მონაწილეობს. დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს.

ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ შეხვედრაზე  რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს მხარდაჭერა დაუდასტურა. 

"მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან. ფაქტობრივად, მან გაიმეორა ქვეყნის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსთვის რუმინეთი არის ერთ-ერთი ის ძლიერი მხარდამჭერი ქვეყანა, რომელიც ცდილობს, საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის სტატუსი," - აცხადებს ეკა სეფაშვილი.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი აცხადებს, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე რუმინეთის მხარდაჭერა დაფიქსირდა.

"დაფიქსირდა რუმინეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციის გზაზე და აგრეთვე, ორმხრივ ურთიერთობებში კიდევ უფრო მეტად გაღრმავება და შავი ზღვა გამოყენებული უნდა იყოს როგორც ხიდი და არა როგორც საზღვარი. შესაბამისად, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ურთიერთობის დაახლოებას," - აცხადებს დავით სონღულაშვილი.

 

 

 

 

 

დღის ამბები