მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 14 საკითხი განიხილეს.
მათ შორის დამტკიცდა ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველ აუქციონში გამარჯვებულ კომპანიებთან გასაფორმებელი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ხელშეკრულება.
ჯამური სიმძლავრე 44 მეგავატი, ინვესტიციის მოცულობა კი 27 მილიონ დოლარამდეა. სულ გამოვლინდა 27 გამარჯვებული კომპანია, რომლებიც 15 ჰიდროელექტროსადგურის, 2 ქარის და 10 მზის ელექტრო სადგურის მშენებლობის პროექტს განახორციელებენ საქართველოში.