"მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პოლიტიკაში წასვლას აპირებს. გვარამია არ აკონკროტებს, რომელ პოლიტიკურ პარტიასთან ითანამშრომლებს.
"პოლიტიკაში ჩემი წასვლა არ არის სანერვიულო არავისთვის, არავის ადგილის დაკავებას არ ვაპირებ დანამდვილებით. მე მინდა, რომ ვიყო იქ, სადაც უფრო მეტი ეფექტიანობა მექნება მეც პერსონალურად და შევძენ ასევე იმ პლატფორმას, სადაც მივალ ან გავაკეთებ ან ა.შ.. ეს გადაწყვეტილება როცა მექნება მიღებული, ამას გავახმოვანებ. ჯერჯერობით ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს.
სამოქალაქო სექტორში წასვლას მე არ ვაპირებ. მე ვაპირებ წასვლას პოლიტიკაში. იქნება ეს პარტიის წევრობა თუ რაღაცა ერთიანი პლატფორმა, სამოძრაო სივრცე უფრო განსხვავებული, ამაზე ამ წუთში გადაწყვეტილება არ მაქვს მიღებული თორემ გეტყოდით, არ დაგიმალავდით დანამდვილებით, მაგრამ განვიხილავ ერთსაც და მეორესაც“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მან ასევე თქვა, რომ ბევრი შესაძლებლობა აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ სად განაგრძოს პოლიტიკური მოღვაწეობა. გვარამიამ არ გამორიცხა "ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანება და არც ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება.
"შესაძლებლობები ბევრია, თუმცა სწორი შესაძლებლობა ცოტა, ამიტომ უფრო მეტი ფიქრი მჭირდება. ყველა ვარიანტს განვიხილავთქო რომ გითხარით, რა თქმა უნდა შედის იქ "ნაცმოძრაობაც“, გაგიკვირდებათ ალბათ რომ გითხრათ, რომ არ შედის და არცერთ შემთხვევაში არ განვიხილავ, თუმცა არის სხვა ვარიანტებიც“, - თქვა გვარამიამ.