15 ნოემბერი 2024,   17:58
ვრცლად
ოპოზიციის განცხადებები ცალსახად მოწმობს, რომ მათ აქვთ გეგმა, რომელიც უკავშირდება სისხლიანი რევოლუციების სცენარებს - მიხეილ სარჯველაძე

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ოპოზიციის განცხადებებში სისხლიანი რევოლუციის შესახებ განცხადებები ცალსახად კეთდება, რის გამოც სუს-ი კრიტიკული და შესაბამისად ქმედითია.

" ვაწყდებით ისეთ განცხადებებს ოპოზიციის მხრიდან, ან ისე გაჟონილ ინფორმაციებს, რომელიც ცალსახად მოწმობს, რომ ოპოზიციას აქვს გეგმა, რომელიც უკავშირდება სისხლიანი რევოლუციების სცენარებს. ასეთ დროს, ყველას მოეთხოვება განსაკუთრებული ყურადღება, განსაკუთრებული სიფრთხილე და ბუნებრივია, ეს ავალდებულებს სუს-ს, რომ ასეთი გარემოებების მიმართ იყოს კრიტიკული და შესაბამისად ქმედითიც", - განაცხადა სარჯველაძემ.

დღის ამბები