15 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
"მე მხოლოდ მივესალმები ნიკა გვარამიას პოლიტიკაში ყოფნას" - გიორგი ბოტკოველი

ნიკა გვარამიას მიერ პოლიტიკაში მოსვლის დაანონსებას, შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.

პარლამენტის ფრაქციის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ ნიკა გვარამიას პოლიტიკაში ჩართულობა ნაყოფიერი იქნება. 

"მხოლოდ მივესალმები ნიკა გვარამიას პოლიტიკაში ყოფნას. ეს არის მისი გადასაწყვეტი, თუმცა, ის რომ მისი ჩართულობა იქნება ნაყოფიერი და შედეგიანი ამ საერთო დიდ ბრძოლაში, რომელ ბრძოლაშიც არის ჩართული დრეს ოპოზიცია, იქნება მნიშვნელოვანი," - აცხადებს გიორგი ბოტკოველი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი" წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ ნიკა გვარამია ყოველთვის იყო პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აქტორი. 

"ნიკა გვარამია ყოველთვის იყო პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი აქტორი, მიუხედავად იმისა, რა პოზიციას იკავებდა. ერთადერთი რაც ვიცი, რომ ჩვენ პარტიაში ის არ მოდის და ამის იქით, რა გეგმები აქვს, როგორ აპირებს, მგონი თვითონ იტყვის ადრე თუ გვიან. ის, რომ მისი გააქტიურება ან რომელიმე პოლიტიკური ძალის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ამ პოლიტიკურ ძალაზე, ეს ნამდვილად ასეა, იმიტომ რომ სხვა თუ არაფერი, მთელი ტელევიზია მოყვება გვარამიას," - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დღის ამბები