15 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
ნიკა გვარამია პოლიტიკაში მიდის  - რა შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში

ნიკა გვარამიას გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მან პოლიტიკაში მოსვლა დააანონსა, მოულოდნელი არ ყოფილა მმართველი გუნდისთვის. მეტიც, ამბობენ რომ ის პოლიტიკისგან დისტანცირებული არც არასდროს ყოფილა.

მათთვის "მთავარი არხის" დამფუძნებლის გადაწყვეტილება სიახლე არ არის, რადგან, როგორც სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, ნიკა გვარამია პოლიტიკიდან დისტანცირებული არც არასდროს ყოფილა. მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ მისი მცდელობა უშედეგო იქნება.

გვარამიას გადაწყვეტილება მოსწონთ ნაციონალურ მოძრაობაში, იმ პარტიაში, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც, გვარამია სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. პარტიის წევრები ფიქრობენ, რომ მედია-მენეჯერის პოლიტიკაში დაბრუნება წინასაარჩევნო პროცესზე დადებითად აისახება, თუმცა, წინასწარ ჯერ უჭირთ საუბარი, ითანამშრომლებენ თუ არა თავად ნიკა გვარამიასთან. 

სხვა ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ საკითხზე ჯერჯერობით, კონსულტაციებიც არ ჰქონიათ.

ნიკა გვარამიამ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა 2 დღის წინ, საკუთარი ტელევიზიიდან დააანონსა. მან თქვა, რომ წინასაარჩევნოდ ბრძოლას სწორედ პოლიტიკური ველიდან გეგმავს, თუმცა, რა ფორმით ჩაერთვება და ვისთან ითანამშრომლებს უცნობია. ამ დროისთვის გვარამია საქართველოში არ იმყოფება დამატებით დეტალებზე, კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

 

დღის ამბები