06 ოქტომბერი 2024,   22:04
ვრცლად
თბილისობის დღესასწაულზე მაყურებელი მიუზიკლ "მამა მიას" იხილავს

„თბილისობა 2023-ი"ს ფარგლებში რიყის პარკში, აბანოთუბანსა და ორბელიანის მოედანზე სახალხო ზეიმისთვის მოწყობილი სხვადასხვა სივრცე სტუმრებს მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს. დღეს ტკბილეულის ფესტივალთან ერთად დაგეგმილია საბავშვო კონცერტები. მსმენელის წინაშე წარდგებიან მუსიკალური შემსრულებლები და ბენდები. თბილისობის დღესასწაულს დღის ბოლოს გალა კონცერტი დაასრულებს.

ორგანიზატორის, ნინუცა ბუცხრიკიძის განცხადებით, მაყურებლებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ ცნობილი მიუზიკლი "მამა მია".

"რიყის პარკში განწყობას კიდევ უფრო აამაღლებს მიუზიკლი "მამა მია", ხოლო ორბელიანის მოედანზე განთავსებული ორი სცენა- ათონელის ქუჩას და ფურცელაძის ქუჩაზე, ასევე იქნება არაჩვეულებრივი ქართველი არტისტებით დატვირთული. დღეს, საღამოს 9 საათზე ორბელიანის ქუჩაზე იქნება დავით მაზანაშვილის ბენდის და არაჩვეულებრივი ქართველი არტისტების კონცერტები", - განაცხადა ნინუცა ბუცხრიკიძემ.

დღის ამბები