06 ოქტომბერი 2024,   20:02
ვრცლად
ქართველი ემიგრანტის მკვლელობა ათენში - რა გახდა მკვლელობის მიზეზი და რას ჰყვებიან ადგილობრივები

ათენში ქართველი მოკლეს - 50 წლამდე ქართველი ემიგრანტი 74 წლის ბერძენმა ცოლისა და არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა. სოციალურ ქსელში ვრცელდება მკვლელობის ამსახველი კადრებიც.

დაჭრილია მოკლულის მეუღლეც. 45 წლის ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევა საქართველოს მოქალაქეების სახლთან, გვიან ღამით მოხდა.

ბერძნული პრესის ცნობით, თავდასხმამდე ყველა ერთად წვეულებაზე იმყოფებოდა და მათ შორის შელაპარაკება არ მომხდარა.

რა გახდა მკვლელობის მიზეზი - ბერძენი სამართალდამცველები რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ.

“დაახლოებით 2 საათზე გასროლის ხმა გავიგეთ, ოთხი გასროლა იქნებოდა. ყველაზე პატარა გოგონა გამოვიდა, ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა, ყვიროდა, რომ მამაჩემი მოკლესო. რამდენიმე წუთში ხალხი შეიკრიბა, რათა გვენახა თუ რა მოხდა. გავიგეთ, რომ მკვლელობა მოხდა. გოგონა ძალიან შეშინებული იყო,“ – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, მამაკაცი, რომელიც გასროლის შემდეგ შენობიდან გამოვიდა ამბობდა, რომ მას სასმელში უცნობი ნივთიერება ჩაუყარეს.

„გავიგეთ სროლის ხმები, ისმოდა პატარა ბავშვების და ქალების ყვირილიც. ისინი დახმარებას ითხოვდნენ, სავარაუდოდ დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. კაცი, რომელიც სახლიდან გამოვიდა ამბობდა, რომ მას სასმელში რაღაც ჩაუყარეს,“ - ამბობს ადგილობრივი.

დღის ამბები