16 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
"TV პირველი", "მთავარი არხი" და "ფორმულა" რომ მორალზე დაიწყებს საუბარს... ყველანაირი ამორალურობით რომ არიან გამორჩეულები" - არჩილ გორდულაძე

"TV პირველი", "მთავარი არხი" და "ფორმულა" რომ მორალზე დაიწყებენ საუბარს... ყველანაირი ამორალურობით რომ არიან გამორჩეულები - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, მათ ქმედებას სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

"TV პირველი", "მთავარი არხი" და "ფორმულა" რომ მორალზე დაიწყებს საუბარს... ყველანაირი ამორალურობით რომ არიან გამორჩეულები. ისინი ყოველთვის იყვნენ შემჩნეულები და სასამართლოს, კომუნიკაციების კომისიის მიერ არაერთხელ იყვნენ ცნობილნი სამართალდარღვევებში. შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება გვექნება, როგორც არ უნდა შეგვიშალონ რეკლამის გავრცელებაში ხელი.

დარწმუნებული ვარ, რომ ობიექტური დამკვირვებელი თავის დასკვნაში ასახავს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიებს. ადგილობრივებზე არ მაქვს საუბარი, ისინი მხარეები არიან. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოვუწოდებ, რომ თავიანთ დასკვნებში ასეთი ფაქტები ასახონ", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

დღის ამბები