03 ოქტომბერი 2024,   19:31
ვრცლად
აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებები აჩადარას სამარხის გახსნაზე მიმდინარეობს

ბაბუშერას სამარხის შემდეგ, აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებები აჩადარას სამარხის გახსნაზეც მიმდინარეობს. პროცესი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით გრძელდება.

საპარალამენტო უმრავლესობის ლიდერის, გიორგი ვოლსკის ინფორმაციით,  აჩადარას სამარხში, სავარაუდოდ, 44 ქართველი მეომრის ნეშტი განისვენებს. 

„შეიძლება პროცესი გაგრძელდეს, მაგრამ გვინდა, მათი ოჯახის წევრებს რწმენა გავუძლიეროთ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მუშაობა მიმდინარეობს და არ შეწყდება,“ - განაცხადა ვოლსკიმ „რუსთავი2“-თან საუბრისას.  

დღის ამბები