06 ოქტომბერი 2024,   20:11
ვრცლად
ისრაელის წინააღმდეგ ომის წამოწყებით “ჰამასმა” სერიოზული შეცდომა დაუშვა - ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ომის წამოწყებით “ჰამასმა” სერიოზული შეცდომა დაუშვა.

მისივე თქმით, ისრაელის სახელმწიფო მოიგებს ამ ომს:

"ამ დილით, ისრაელის წინააღმდეგ ომის წამოწყებით “ჰამასმა” სერიოზული შეცდომა დაუშვა. ისრაელის შეიარაღებული ძალები მტრის წინააღმდეგ იბრძვის ყველა იმ ლოკაციაზე, რომელზეც ისინი შემოიჭრნენ. მოვუწოდებ მოქალაქეებს მკაფიოდ მიყვნენ ინსტრუქციებს. ისრაელის სახელმწიფო მოიგებს ამ ომს,"- აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტიმ. 

დღის ამბები