06 ოქტომბერი 2024,   20:02
ვრცლად
ისრაელი ჰამასის გვირაბების ქსელზე დატყმებს ახორციელებს - ყოველ წუთს ელოდებიან, რომ IDF-ი მასობრივ სახმელეთო შეტევას დაიწყებს

ისრაელის არმია "ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ღაზის სექტორს ინტენსიურად უტევს. ფართომასშტაბიანი დარტყმებია გვირაბების ქსელზე, რომელსაც პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება ტვირთების ტრანსპორტირებისა და ისრაელზე თავდასხმებისთვის იყენებს.

1300-მდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა ისრაელში, ღაზაში კი მსხვერპლის ოდენობამ 1200-სს გადააჭარბა.

ღაზის სექტორი ისრაელს სრულად ბლოკირებული აქვს. ყოველ წუთს ელოდებიან, რომ ისრაელი მასობრივ სახმელეთო შეტევას დაიწყებს. ამისთვის საზღვართან რამდენიმე დღეა მობილიზებულია 300 000 რეზერვისტი. გაეროს მონაცემებით, ღაზიდან 338 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.

ავტორი: მიხეილ ხეცოიძე. 

დღის ამბები