06 ოქტომბერი 2024,   20:07
ვრცლად
ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზას მოსახლეობას მოუწოდებენ, უსაფრთხოებისთვის ქალაქი დატოვონ

ისრაელის შეიარაღებული ძალები მოუწოდებენ ქალაქ ღაზას მოსახლეობას, უსაფრთხოებისთვის ქალაქი დატოვონ და ქვეყნის სამხრეთით გადაინაცვლონ.

შეიარაღებული ძალების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსახლეობა შეატყობინებენ, თუ როდის შეძლებენ სახლებში დაბრუნებას.

IDF-მა განაცხადა, რომ ჰამასის წევრები მიწის ქვეშ არსებულ გვირაბებში იმალებიან. ამიტომ მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ "საკუთარი და ოჯახების უსაფრთხოებისთვის ჰამასის ტერორისტებს გაერიდონ, რომლებიც მოსახლეობას ფარად იყენებენ".

დღის ამბები