06 ოქტომბერი 2024,   20:01
ვრცლად
ისრაელის მხარდასაჭერად და დიპლომატიური საკითხების განსახილველად, ადგილზე დღეს რამდენიმე მსოფლიო ლიდერი ჩავა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის შემდეგ, ისრაელის მხარდასაჭერად და დიპლომატიური საკითხებისთვის, ადგილზე დღეს რამდენიმე მსოფლიო ლიდერი, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტი - ურსულა ფონ დერ ლაიენი, ამერიკის თავდაცვის მდივანი - ლოიდ ოსტინი და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ანალენა ბერბოკი, ჩავლენ.

ენტონი ბლინკენი კი ისრაელში ვიზიტის შემდეგ იორდანიაში ჩავიდა, სადაც მოლაპარაკებებისთვის პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტსა და იორდანიის მეფეს შეხვდება.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ამბობს, რომ ისრაელში მყოფი ამერიკის მოქალაქეებისთვის, რომელთაც სურთ ქვეყნის დატოვება, ჩარტერული რეისები დაინიშნება ევროპის მიმართულებით.

ისრაელში მყოფი საფრანგეთის მოქალაქეების უკან დაბრუნების უზრუნველყოფაზე საუბრობს ემანუელ მაკრონიც.

რაც შეეხება ისრაელის დახმარებას, ამერიკა ისრაელში ჯარისკაცების განლაგებას არ გეგმავს, რადგან ასეთია თავად ისრაელის სურვილი.

დიდი ბრიტანეთი კი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო ხომალდებსა და სათვალთვალო თვითმფრინავებს გაგზავნის პატრულირებისთვის, რათა "დაეხმაროს პარტნიორებს, თვალყური ადევნონ არ მოხდეს ტერორისტული ჯგუფებისთვის იარაღის გადაცემა."

დღის ამბები