06 ოქტომბერი 2024,   20:01
ვრცლად
საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და გვაქვს მოლოდინი, რომ ევროკომისიის ანგარიშში ეს პროგრესი მალე აისახება - მარია გაბრიელი

ბულგარეთის ვიცე-პრემიერის მარია გაბრიელის განცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და მას აქვს მოლოდინი, რომ ევროკომისიის ანგარიშში ეს პროგრესი მალე აისახება.

მარია გაბრიელმა ასევე, ქართველ ხალხს, ევროინტეგრაციის გზაზე წარმატება უსურვა.

"მინდა დავადასტურო ევროკავშირის მიერ, 2022 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებასთან დაკავშირებით. საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ჩვენ გვაქვს მოლოდინი რომ ევროკომისიის ანგარიშში ეს პროგრესი მალე აისახება.

მნიშვნელოვანია ამ ინტენსიური დიალოგის დონის შენარჩუნება და ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოებისთვის ბულგარეთის პოზიციის გაზიარება საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთი საკითხი რასაც შევეხეთ, არის ის, რომ საქართველოსა და ბულგარეთს საერთო ინტერესი აკავშირებს და ეს არის დაკავშირებადობა. ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, მაღალი ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და რა თქმა უნდა განათლებისა და კულტურის სფეროებში.

მინდა მადლობა გადავუხადო მინისტრ დარჩიაშვილს ვიზიტისთვის და დავუდასტურო ბულგარეთის მთავრობის მკაფიო მხარდაჭერა და მოვუწოდო საქართველოს მთავრობას განაგრძონ საჭირო რეფორმები, რათა უმოკლეს დროში საქართველომ მიიღოს თავისი ძალისხმევის აღიარება. მინდა ქართველ ხალხს ვუსურვო წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე. მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო ბულგარეთის მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის მიმართ,"- აცხადებს ბულგარეთის ვიცე პრემიერი მარია გაბრიელი.

დღის ამბები