06 ოქტომბერი 2024,   22:04
ვრცლად
ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა მონაწილეობა მიიღო "ვარდისფერი ოქტომბრის" ღონისძიებაში, სახელწოდებით "საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად"

ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა "ვარდისფერი ოქტომბრის" ღონისძიებაში - "საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად" მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში, კუს ტბის ტერიტორიაზე ფეხით მოეწყო გარბენი. ასევე, შედგა ფოტოსესია, რომლის დროსაც ღონისძიების მონაწილეები თეთრი მაისურებითა და ვარდისფერი ბუშტებით ლენტის ფორმის სივრცეში განლაგდნენ. მარათონის ორგანიზატორი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია - ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირი "ჰერა."

აქციის მხარდამჭერები იყვნენ ევროპის კოალიცია THINK PINK EUROPE, სუზან კომენის სარძევე ჯირკვლის კიბოს ფონდი (აშშ), საქართველოს ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, გამარჯვებულ ქალთა კლუბი, ჰელფინგ ჰენდი, ეროვნული სკრინინგ ცენტრი, საელჩოები, კერძო კომპანიები, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები. ღონისძიებაში, ასევე, ჩაერთნენ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

"საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად"-ის მიზანია, ხელი შეუწყოს ძუძუს კიბოს დროული გამოვლენის პრევენციულ ღონისძიებებს, მათი გავრცელების შეზღუდვას, დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობის დროულ დაწყებას.

დღის ამბები