06 ოქტომბერი 2024,   20:03
ვრცლად
ბელგიის პროკურატურა და საგარეო უწყება ბრიუსელის ცენტრში მომხდარ მკვლელობას ტერორისტულ თავდასხმად აფასებენ

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქვეყნის დედაქალაქის ცენტრში მომხდარ მკვლელობას „ტერორისტულ თავდასხმას“ უწოდებს, - ამის შესახებ Politico წერს.

მომხდარს ტერორისტულ აქტს უკავშირებს ბელგიის ფედერალური პროკურატურაც. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება უკვე დაწყებულია და მიმალვაში მყოფ თავდამსხმელს ეძებენ.

ბელგიის დედაქალაქის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღით, სულ მცირე, ორი ადამიანი მოკლეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს კაცი, რომელიც არაბულად საუბრობს და ამბობს, რომ თავდასხმა „ალაჰის სახელით“ განახორციელა. მისივე თქმით, სამი ადამიანი მოკლა, თუმცა პოლიცია მხოლოდ ორი ადამიანის მკვლელობას ადასტურებს.

 

დღის ამბები