06 ოქტომბერი 2024,   20:08
ვრცლად
კაცს, რომელსაც ბელგიელმა პოლიციელებმა ესროლეს, თან იგივე იარაღი აღმოაჩნდა, რომლითაც გუშინ შვედეთის მოქალაქეები მოკლეს - ბელგიის შსს

ბელგიის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კაცს, რომელსაც სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ კაფეში ესროლეს, თან იგივე იარაღი აღმოაჩნდა, რომლითაც გუშინ შვედეთის ორი მოქალაქე მოკლეს, - ამის შესახებ BBC წერს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, პოლიციის მიერ დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. როგორც BBC წერს, სავარაუდოდ, ის გუშინ მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირია.

ბელგიის დედაქალაქის ცენტრში მომხდარი სროლის შემდეგ, ადგილობრივმა მთავრობამ ტერორისტული საფრთხის დონე მაქსიმალურ - მეოთხე დონემდე გაზარდა. ბოლო 7 წლის განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტერორიზმის საფრთხემ მეოთხე დონემდე აიწია.

ბელგიის პროკურატურა და საგარეო უწყება ბრიუსელის ცენტრში მომხდარ მკვლელობას ტერორისტულ თავდასხმად აფასებენ.

დღის ამბები