06 ოქტომბერი 2024,   20:11
ვრცლად
ლიკვიდირებულია თავდამსხმელი, რომელმაც ბრიუსელის ცენტრში ორი ადამიანი მოკლა

ბელგიის პოლიციამ 45 წლის აბდესალემ ლასუედი მოკლა. სწორედ ლასუედი იყო ბრიუსელის ცენტრში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი, - დადასტურებულ ინფორმაციას BBC ავრცელებს

„შეიარაღებული თავდამსხმელი, სავარაუდოდ, წარმოშობით, ტუნისიდანაა. ის ბელგიაში არალეგალურად ცხოვრობდა, რადგან თავშესაფრის მინიჭებაზე უარი ეთქვა“, - წერს BBC.

ბელგიის დედაქალაქის ცენტრში მომხდარი სროლის შემდეგ, რომლის დროსაც ორი ადამიანი მოკლეს, ადგილობრივმა მთავრობამ ტერორისტული საფრთხის დონე მაქსიმალურ - მეოთხე დონემდე გაზარდა. ბოლო 7 წლის განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტერორიზმის საფრთხემ მეოთხე დონემდე აიწია.

ბელგიის პროკურატურა და საგარეო უწყება ბრიუსელის ცენტრში მომხდარ მკვლელობას ტერორისტულ თავდასხმად აფასებენ

დღის ამბები