06 ოქტომბერი 2024,   20:12
ვრცლად
იორდანიის მეფის განცხადებით, პალესტინელ ლტოლვილებს არც იორდანია მიიღებს და არც ეგვიპტე

იორდანიის მეფე აბდულა პალესტინელ ლტოლვილებს მიმართავს და აფრთხილებს, რომ მათ მიღებას არც იორდანია გეგმავს და არც - ეგვიპტე. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„ეს წითელი ხაზია. ვფიქრობ, ვიღაც გეგმავს, ჩვენს მიწაზე პრობლემები შექმნას. პალესტინელ ლტოლვილებს არც იორდანია და არც ეგვიპტე არ მიიღებენ“, - აღნიშნა მან ბერლინში, გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ.

მეფე აბდულამ ხაზი გაუსვა ჰუმანიტარული კრიზისის დასრულების აუცილებლობას ღაზის სექტორში და დასავლეთ სანაპიროს ტერიტორიაზე.

დღის ამბები