06 ოქტომბერი 2024,   20:03
ვრცლად
ღაზის სექტორში, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული კიდევ 14 მანქანა შევიდა - ადგილზე ინციდენტი მოხდა, დაშავდნენ სასაზღვრო პუნქტის თანამშრომლები

ისრაელი არმიის დაქვემდებარებაში მყოფი ტანკიდან, შემთხვევითი გასროლის შედეგად, ეგვიპტის სასაზღვრო პუნქტის 7 წარმომადგენელი დაშავდა - ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ღაზას სექტორში რიგით მეორე კოლონა, ჰუმანიტარული ტვირთით სავსე კიდევ 14 მანქანა შედიოდა. თელ-ავივმა მომხდარის გამო სინანული გამოთქვა. დაწყებულია გამოძიება. ჰუმანიტარული დახმარება ტერიტორიაზე ისრაელის თავდაცვის ძალების ინტენსიური იერიშის ფონზე შედის.

გარდა ამისა, ავიაციამ შეუტია ლიბანში არსებულ "ჰეზბოლას" ორ ობიექტს, საიდანაც, თელ-ავივის მტკიცებით, ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვება იგეგმებოდა. ცახალი ასევე ამბობს, რომ მათ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, მეჩეთზე იერიშით "გარდაუვალი ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს".

ბოლო მონაცემებით, ომის მე-17 დღეს ღაზაში 4 600-ზე მეტი პალესტინელია დაღუპული, ისრაელს 1400 გარდაცვლილი ჰყავს.

 

დღის ამბები