06 ოქტომბერი 2024,   20:04
ვრცლად
ღაზაში შეტევები გავაძლიერეთ - ისრაელის სამხედრო ძალების სპიკერი

„ცაჰალმა“ დაადასტურა, რომ ისრაელის სახმელეთო ჯარები ოპერაციას აფართოებს. თავდაცვის ძალებმა ქალაქ ღაზის მოსახლეობას ღაზის სექტორის სამხრეთის მიმართულებით ევაკუაციისკენაც მოუწოდა.

ონტრ-ადმირალი, ისრაელის სამხედრო ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ისრაელმა ღაზაში შეტევები გააძლიერა.

"ბოლო საათებში, გავაძლიერეთ შეტევები ღაზაში. საჰაერო ძალები ახორციელებდნენ ფართო დარტყმებს გვირაბებსა და ტერორისტების სხვა ინფრასტრუქტურაზე. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების კვალდაკვალ, სახმელეთო ძალები აფართოებს მოქმედებებს. სამხედროები ძლიერად მოქმედებენ ყველა განზომილებაში, რათა მიაღწიონ ომის მიზნებს," - აცხადებს ჰაგარი.

დღის ამბები