06 ოქტომბერი 2024,   20:11
ვრცლად
ღაზაში ჰუმანიტარული სისტემა სრულ კოლაფსს განიცდის, წარმოუდგენელი შედეგებია ორ მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქისთვის-შტეფან დუჯარიკი

ღაზაში სახმელეთო ოპერაცია გრძელდება. ომის ფონზე ჰუმანიტარული სისტემა კოლაფსს განიცდის. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის ოფისის სპიკერი, შტეფან დუჯარიკი აცხადებს, რომ ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისია. 

"ღაზაში ჰუმანიტარული სისტემა სრულ კოლაფსს განიცდის, წარმოუდგენელი შედეგებია ორ მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქისთვის. რაც უფრო ძლიერდება დაბომბვა, საჭიროებები სულ უფრო კრიტიკული ხდება. საომარი მოქმედებების დაწყებამდე, დღეში, დაახლოებით 500 სატვირთო მანქანა გადადიოდა ღაზაში.

ბოლო დღეებში, საშუალოდ, მხოლოდ 12 სატვირთო მანქანა ახერხებდა შესვლას, მიუხედავად იმისა, რომ საჭიროებები გაცილებით დიდი იყო. არ ხდება საწვავის მიწოდება რომელიც აუცილებელია საავადმყოფოების ელექტრომომარაგებისთვის, წყლის გამწმენდი დანადგარების მუშაობისთვის, საკვების წარმოებისა და განაწილებისთვის. ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მოლოდინები და ძირითადი საჭიროებები.

სამაშველო ჰუმანიტარული დახმარება, საკვები, წყალი, მედიკამენტები, საწვავი უნდა მიაღწიოს ყველა მშვიდობიან მოსახლეობას სწრაფად, უსაფრთხოდ და მასშტაბურად. ყველამ უნდა აიღოს თავისი პასუხისმგებლობა!,"- აცხადებს შტეფან დუჯარიკი.

დღის ამბები