06 ოქტომბერი 2024,   20:03
ვრცლად
გაფართოებული სახმელეთო ოპერაცია - ქვეითები, საბრძოლო საინჟინრო ძალები და ტანკები ღაზის სექტორის სიღრმეში შევიდნენ

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზაში გაფართოებული სახმელეთო ოპერაცია დაიწყო - ქვეითები, საბრძოლო საინჟინრო ძალები და ტანკები ღაზის სექტორის სიღრმეში შევიდნენ. უწყების ცნობით, წინსვლის დროს, ტერორისტებთან რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი.

ამასთან, საჰაერო ძალებმა ღაზაში 150-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს. ლიკვიდირებულია „ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური. ცაჰალის ცნობით, მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შვიდი ოქტომბრის თავდასხმის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

ისრაელის თავდაცვის ძალები ასევე იუწყებიან, რომ მათ საჰაერო იერიში სამხრეთ ლიბანში არსებულ „ჰეზბოლას“ ობიექტზეც მიიტანეს, ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო სროლის საპასუხოდ.

დღის ამბები