03 ოქტომბერი 2024,   19:21
ვრცლად
დიდი დიღმის კერძო დასახლება სასმელი წყლის გარეშე დარჩა

დიდ დიღომში მოსახლეობის ნაწილი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი.  მეოთხე მიკრორაიონის კერძო დასხალებაში GWP-მ ადგილობრივებს უკანონოდ მიერთებული მილები ჩაუხსნა. კოამპნიის ინფორმაციით უკვე 4 წელია ისინი ამ მილებით სარგებლობდნენ. GWP-ში განმარტავენ, რომ  კანონის თანამხმად ადგილობრივი მოსახლეობა აბონენტები უნდა იყვნენ, გარდა ამისა უკანონოდ გაკეთებული ქსელები ტექნიკურად გაუმართავია და წყლის მოწამვლისა და სხვა დარღვევების რისკს ზრდის.   

მეოთხე მიკრორაიონის კერძო დასხალების მცხოვრებნი აცხადებენ, რომ მათ კომპანიამ მილების გაყვანისთვის დიდი თანხა მოსთხოვა რისი გადახდის საშუალებაც არ ჰქონდათ.

„რაც გვაქვს ჩუმად დაერთებული წყალი რომ ელემენტარული ადამიანმა იარსებოს იმასაც გვიჭრის წყალკანალი. მოვითხოვეთ ელემენტარული პირობების შექმნა და გვეუბნებიან წადით დაწერეთ განცხადება საფინანსოშიო, საბოლოო პასუხი კი უარია არ გვაფინანსებენ“-აცხადებენ ადგილობრივები 

დღის ამბები