22 დეკემბერი 2024,   17:07
ვრცლად
„სამსჯავროზე არ ვართ, მაგრამ ერთ შენიშვნას, როგორც სხდომის წამყვანი, პირადად ჩემს თავზეც ვიღებ, რომ თუ პიროვნული შეურაცხყოფის ზღვარი იქნება, ადამიანს გამოსვლა დროულად შევაწყვეტინო“ - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის წევრებს პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა, როდესაც მათ უმრავლესობის წევრის, ირაკლი ბერაიას განცხადებები გააპროტესტეს და მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ის, როგორც სხდომის წამყვანი, პირადად იღებს შენიშვნას საკუთარ თავზე, რომ ამა თუ იმ პოლიტიკოსის სიტყვით გამოსვლა პიროვნულ შეურაცხყოფაზე არ გადავიდეს და მათ საუბარი დროულად შეაწყვეტინოს.

"ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ახლა სამსჯავროზე არ ვართ. პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით, ვიტყვი, რომ უსიამოვნო სიტუაცია იყო. რაც შეხება პროცედურულ საკითხს, ერთ შენიშვნას პირადად ჩემს თავზეც ვიღებ. როდესაც პიროვნული შეურაცხყოფები არის, მე მაქვს ხოლმე რეაქცია და მექნება კიდეც, როდესაც პიროვნული შეურაცხყოფაა. რაღაც მომენტში შეიძლება ამ კუთხით დამეგვიანა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამ შენიშვნას მე, როგორც სხდომის წამყვანი მივიღებ. თუკი იქნება პიროვნული შეურაცხყოფის ზღვარი, დროულად შევაწყვეტინო ხოლმე გამოსვლა ადამიანს," - განაცხადა პაპუაშვილმა.

"ქართული ოცნების" წევრმა, თეონა აქუბარდიას სიტყვიერი შეურაცხყოფა სხდომათა დარბაზი მიაყენა. 

მომხდარის შემდეგ, ირაკლი ბერაიამ ბოდიში მოიხადა.

დღის ამბები