03 ოქტომბერი 2024,   19:28
ვრცლად
სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას ვარაუდობენ

29 სექტემბრიდან სინოპტიკოსთა პროგნოზით ამინდი გაუარესდება. წვიმა გაძლიერდება, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. დასავლეთ რეგიონებში მოსალოდნელია ქარის გაძლიერებაც. ტემპერატურა მთელ საქართველოში რამდენიმე გრადუსით დაიკლებს. მოსალოდნელია მდინარეებში წყლის დონის მატებაც, ზღვაზე კი ძლიერი შტორმი.

სპეციალისტების არ გამორიცხავენ, რომ ნალექმა ღვარცოფული და მეწყერული მოვლენები გამოიწვიოს, განსაკუთრებით აჭარის მაღალმთიან რაიონებში, გურიასა და სამეგრელოში.

სტიქიასთან საბრძოლველად მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყების რესურსი, როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. შეგახსენებთ, რომ გადაუდებელი დახმარებისთვის 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი 112.

2014 წლის სექტემბრის მეორე ნახევარი საკმაოდ რთული აღმოჩნდა საქართველოს დასავლეთ რეგიონებისთვის. წვიმამ და მეწყერმა მნიშვნელოვნად დააზარალა აჭარისა და გურიის რეგიონები

ამავე თემაზე
დღის ამბები