03 ოქტომბერი 2024,   19:30
ვრცლად
ოზურგეთში ძლიერმა წვიმამ ადგილობრივები კვლავ დააზარალა

ძლიერი წვიმის შედეგად ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში 4 ოჯახი დაზარალდა. ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში, რომელიც სტიქიის ყველაზე საშიშ ზონად მიიჩნევა. დატბორილია ნათესები, ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. წვიმის შედეგად ხიდი ჩაინგრა სოფელ ნატანებში, რის შედეგადაც 14 ოჯახია მოწყვეტილი. ასევე დაიტბორა რამდენიმე ქუჩა და ეზო ქალაქ ოზურგეთში, რამაც ცენტრალურ ნაწილში მანქანების გადაადგილება შეაფერხა. ვითარებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. დატბორილი მოსახლეობა კი ადგილზე ტექნიკის მობილიზებას ითხოვს.

სტიქიის შედეგად მოსალოდნელი ზარალის თავიდან აცილებაზე, შესაძლო რისკებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე ისაუბრეს ოზურგეთში გამართულ საგანგებო თათბირზე. ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს სტიქიის შედეგად რეგიონისთვის მოსალოდნელი სავარაუდო საფრთხეები.

ასევე ღამის სამ საათამდე გაგრძელდა საგანგებო შტაბის სხდომა სუფსაში სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ხელმძღვანელობით. თათბირს ინფრასტრუტურის მინისტრი, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე და სხვა უწყების ხელმძღვანელებიც ესწრეობდნენ. თათბირი საზღვაო ოპერაციების ცენტრში გაიმართა. შეხვედრაზე მოსალოდნელი სტიქიის პრევენციისათვის მიღებული დავალებების შესრულებაზე იმსჯელეს. ასევე განიხილეს რეგიონებიდან მიღებული ინფორმაცია, სად არის მოსალოდენელი ვითარების გართულება და რა სამუშაოებია განსახორციელებელი. ყველა პრობლემურ ადგილზე, სადაც ეს შესაძლებელია, უკვე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.

დღის განმავლობაში გადაწყდება შეწყდება თუ არა სწავლა პრობლემურ რეგიონებში.  

ამავე თემაზე
დღის ამბები