16 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
საქართველოს მთავრობამ აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის მოსამზადებელი საკითხები განიხილა

საქართველოს მთავრობამ აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის მოსამზადებელი საკითხები განიხილა, რომელსაც თბილისი 2-5 მაისს უმასპინძლებს.

ღონისძიების ორგანიზების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომაზე ხაზი გაესვა შეხვედრის წარმატებით ჩატარების მნიშვნელობას. აღინიშნა ისიც, რომ მასშტაბური ფორუმის მასპინძლობა ხელს შეუწყობს საქართველოს საინვესტიციო და ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენას.

ასევე, მთავრობის წევრებმა იმსჯელეს მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობაზე, რაც მათი თქმით, გეგმის შესაბამისად ხორციელდება.

 

დღის ამბები