13 მაისი 2024,   06:44
ვრცლად
ჯანმო-მ ღაზის უდიდეს საავადმყოფოში მისია გააუქმა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები შეუძლებელს ხდის ალ-შიფას საავადმყოფომდე მისვლასა და დაწესებულებისთვის სამედიცინო მარაგების მიწოდებას.

"ალ-შიფამდე მიღწევა ახლა შეუძლებელია. არსებობს ცნობები სამედიცინო პერსონალის დაკავების შესახებაც. უსაფრთხოების ზომების არარსებობის გამო, გაუქმდა დღეს დაგეგმილი მისია ალ-შიფაში“, - აცხადებს ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.

ჯანმო-ს ხელმძღვანელი მხარეებს ღაზაში ცეცხლის სასწრაფოდ შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, საკვებისა და სამედიცინო დახმარების საჰაერო და საზღვაო გზებით მიწოდება მისასალმებელია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის და საჭიროა უსაფრთხო სახმელეთო დერეფნების ამოქმედება, ვინაიდან მოსახლეობის საჭიროებები მზარდია.

დღის ამბები