18 მაისი 2024,   21:42
ვრცლად
საფრანგეთის ალპებში გასულ წელს გაუჩინარებული 2 წლის ბავშვის თავის ქალა იპოვეს - პოლიცია იდუმალებით მოცული საქმის ვერსიებზე საუბრობს

 

საფრანგეთში, ალპებში, მოლაშქრეებმა 2023 წლის 8 ივლისს დაკარგული ბავშვის ძვლები, მათ შორის, თავის ქალა იპოვეს. როგორც Independent-ი წერს, ძვლები ბავშვის ბებია-ბაბუის სოფელში, მათი სახლიდან 0,8 კილომეტრში, ანუ იმ ადგილიდან არცთუ ისე მოშორებითაა ნაპოვნი, სადაც ბავშვი ბოლოს ნახეს.

2 წლის ემილ სოლეი ალპების პატარა სოფელ ვერნეში (სულ 125 მოსახლე) მას შემდეგ დაიკარგა, რაც ბავშვი მშობლებმა ბებიასთან და ბაბუასთან დატოვეს. ბოლოს ის ორმა მეზობელმა 8 ივლისს, 17:15 საათზე დაინახა - ემილი გზაზე მარტო მიდიოდა, ეცვა ყვითელი მაისური და თეთრი შორტი. იმავე საღამოს, ბავშვის ბებიამ მისი დაკარგვის შესახებ პოლიციაში განაცხადა.

სამძებრო სამუშაოში, სამართალდამცველებთან ერთად, ათასობით მოხალისეც ჩაერთო, თუმცა ბავშვი ვერსად ნახეს. მისი გაუჩინარების ამბავი ამ დრომდე იდუმალებითაა მოცული.

ბოლო ინფორმაციით, პოლიცია ბავშვის გატაცების, მკვლელობისა და ავარიის ვერსიებზე მუშაობს.

დღის ამბები