03 ოქტომბერი 2024,   19:24
ვრცლად
სტიქიის გამო სამაშველო სამუშაოები ფერხდება

ამინდის გაუმჯობოსებამდე საგანგებო სამსახურები სპეციალური სამუშაოების ჩატარებას სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში ვერ ახერხებენ. როგორც სამაშველო სამსახურის თანამშრომლები აცხადებენ, გურიის რამდენიმე სოფელში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, თუმცა უხვი ნალექის გამო მუშაობა უჭირთ.

29 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში აჭარისა და გურიის რეგიონებში გადაუღებლად წვიმდა, ქროდა ძიერი ქარი. უხვი ნალექის გამო ყველაზე მეტად გურია დაზარალდა, სადაც რამდენიმე სოფელში დაიტბორა სკოლები, საცხოვრებელი სახლები, სახნავ-სათესი მიწები, წყალმა წაიღო ხიდები და ზოგან სასწვალო პროეცესი შეჩერდა. სტიქიის გამო ზოგიერთ სოფელში განადგურდა შინაური ფრინველიც. სოფელ ნატანებში ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო და გარე სამყაროს 18 ოჯახია მოწყვეტილი.

გურიის სოფლებში მოსახლეობა ამბობს, რომ ყოველ გაწვიმებაზე მდგომარეობა ერთნაირად მძიმეა და მათ დახმარებას ხელისუფლება ვერ ახერხებს.

წუხანდელი წვიმის შედეგად დატბორილია ქალაქ ოზურგეთის ცენტრალური ქუჩები და 20-მდე საცხოვრებელი სახლი. ქალაქის მერის თქმით, ჭარბი ნალექის გამო არხებმა წყალი ვერ გაატარა, რის გამოც ბევრი ოჯახი დაზარალდა.

ინფრასტრუქტურის ადგილობრივ სამსახურში აცხადებენ, რომ მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და აღდგენით სამუშაოებს ნალექის შემცირების შემდეგ განახორციელებენ.

გურიაში სტიქიის შედეგად მდგომარეობა გასულ კვირას გართულდა. ძლიერმა წვიმამ რამდენიმე სოფელი დააზარალა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები