"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის" ხელახლა შემოტანით "ქართული ოცნება" ღალატობს ყველას ნდობას, ვინც დაუღალავად მუშაობდა, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში დახმარებოდა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი სოციალურ ქსელში წერს.
"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პროექტის ხელახლა შემოტანის შესახებ, თუნდაც სხვა სახელით, სრულიად ეწინააღმდეგება იმ 9 ნაბიჯს, რაც ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსით გადასცა, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს შემდგომ ევროპულ ინტეგრაციას", - აღნიშნავს სვენ მიქსერი.