პარლამენტში დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს ელოდებიან. ვახტანგ გომელაური საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის მოთხოვნით, ინტერპელაციის წესით მივა.
გომელაური მმართველი გუნდის ოპონენტებმა, პარლამენტში, ოჯახში ძალადობის საკითხთან და ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით დაიბარეს.
მინისტრმა უნდა უპასუხოს კითხვას, რა ღონისძიებებს ატარებს უწყება ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.