16 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში მორიგ ოფიციალურ ვიზიტს იწყებს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის თავმჯდომარეობის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებში, რომლებიც ევროკავშირის გაფართოების ყველაზე მასშტაბური ტალღის 20 წლისთავს ეძღვნება.

ორ დღიანი ვიზიტის განმავლობაში დაგეგმილია ილია დარჩიაშვილის შეხვედრები მის ბელგიელ და ლუქსემბურგელ კოლეგებთან, ასევე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან მართლმსაჯულების საკითხებში და უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრთან.

შეგახსენებთ, ივლისიდან უნგრეთი 6 თვით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.

დღის ამბები