16 ნოემბერი 2024,   14:45
ვრცლად
რატი იონათამიშვილი ოპოზიციას: თქვენ ყოველთვის იდექით ღალატის, უღმერთობის, ფარისევლობის, სიძულვილის, აგრესიის, კასრებისა და უჩა აბაშიძის მორალის მხარეს

"რადიკალურ ოპოზიციასა და პოლიტიკურ უმცირესობას არანაირი უფლება არ აქვს ილაპარაკოს ქართველი ხალხის სახელით“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მან თანაგუნდელებს მოუწოდა, "არ აჰყვნენ ოპოზიციის პროვოკაციებს".

"პროვოკაცია არის მათი დღის წესრიგი, რაც ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ. ისიც ფაქტია, რომ ეს ადამიანები თვითონ რაც არიან, იმას ეძახიან და აბრალებენ სხვებს, მაგრამ ყველამ კარგად იცოდეთ, რომ არასდროს არავის არ გაგიტარებთ, არავის გაპატიებთ არც რუსის და არც მოღალატის დაძახებას. თქვენ ჩვენზე მეტი ევროპელები ვერ იქნებით, რადგან ჩვენზე მეტი ქართველებიც არ ხართ. თქვენ არასდროს დგახართ საქართველოს მხარეს! თქვენ ყოველთვის იდექით ღალატის, უღმერთობის, ფარისევლობის, სიძულვილის, აგრესიის, კასრებისა და უჩა აბაშიძის მორალის მხარეს“, - მიმართა რატი იონათამიშვილმა საპარლამენტო ოპოზიციას.

მისივე თქმით, ყველაზე ამორალური ისაა, რომ კოლექტიურმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკუთარ სახლებში დაიწყო ფარული კამერების დამონტაჟება.

"კასრის სინდრომიდან კოლექტიური "ნაცმოძრაობა" გამოსული არ არის. უბრალოდ, ადრე თუ სხვის საძინებლებში შევარდებოდნენ და ამონტაჟებდნენ ფარულ კამერებს, ახლა საკუთარ სახლებში ამონტაჟებენ იგივე ამოცანებისთვის“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები