პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი" მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრის დასრულების შემდეგ კი, ოპოზიციის წარმომადგენლებმა კრიტიკული შეფასებები გააკეთეს.
ისინი ამბობენ, რომ წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს და ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ, შექმნილ სიტუაციაში, ვეტოს პროცედურა ერთგვარი გამოსავალი იყოს.
"ქართულ ოცნებაში" კი აცხადებენ, რომ მათ მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი გაითვალისწინეს. უმრავლესობის წევრებმა ოპონენტებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ახლა, ვეტოს პროცედურის თანახმად, დარჩენილია ორი კვირა და თუ ისინი ვეტოს პლატფორმით ისარგებლებენ, მზად არიან, შევიდნენ დისკუსიაში და, თუ არსებობს კონკრეტული შენიშვნები კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით, ოპონენტებთან და პარტნიორებთან ერთად იმსჯელონ ამ შინაარსზე.