16 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე მოიხსნა და ყვითელი ამოქმედდა

უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ საქართველოს პარლამენტი განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული,  "საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, 15 მაისის 09:30 საათიდან მის მოხსნამდე, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

"დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტისა და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა", - აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები