16 ნოემბერი 2024,   14:32
ვრცლად
ეს კანონი არის სიმბოლო არჩევანისა ევროკავშირსა და რუსეთს შორს - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ 14 მაისს მიღებული კანონი საქართველოს ევროკავშირის გზას აშორებს.

"ჩვენ აქ არ ჩამოვსულვართ ლექციების ჩასატარებლად, თუ რა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა, რადგან დემოკრატიულ სახელმწიფოებში არჩევნები სწორედ ამისთვის ტარდება და ქართველმა ხალხმა იცის, როგორი მომავალი უნდა.

ეს კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს და სამოქალაქო თავისუფლებებს - ეწინააღმდეგება ყველაფერს, რაზეც ევროკავშირის ღირებულებები დგას. ეს კანონი არის სიმბოლო არჩევანისა ევროკავშირსა და რუსეთს შორს.

ეს კანონი აშორებს საქართველოს ევროკავშირის გზიდან. ესა უკუსვლაა, რომელზეც ევროკავშირს ექნება პასუხი. თუ უკანსვლით წახვალთ ამ გზაზე, დაკარგავთ ბევრ რამეს. ადამიანის უფლებების დარღვევასა და ზეწოლაზე კი სანქციები იქნება გამოყენებული,"- აცხადებს მარგუს ცაჰკნა.

დღის ამბები