საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე შეიარაღებულ თავდასხმას სოციალურ ქსელ - X-ზე ეხმაურება.
"ჩვენ მკაცრად ვგმობთ სასტიკ და უგუნურ თავდასხმას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე. ჩვენი აზრებით ვართ მასთან და სლოვაკეთის ხალხთან ამ რთულ პერიოდში," - წერს ირაკლი კობახიძე.
ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ცეცხლი გაუხსნეს, ის ჰოსპიტალშია გადაყვანილი და მისი ჯანმღთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე რთულია.
თავდამსხმელი დაკავებულია.