16 ნოემბერი 2024,   14:48
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში საფრანგეთის ელჩს, შერაზ გასრის შეხვდა.

როგორც მმართველ პარტიაში აცხადებენ, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

"ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ მადლიერება გამოხატა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში საფრანგეთის ძლიერი მხარდაჭერის გამო.

ასევე, ხაზი გაესვა საფრანგეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას", - აცხადებენ "ქართულ ოცნებაში“.

დღის ამბები