16 ნოემბერი 2024,   11:51
ვრცლად
რეზოლუციები იყო უსამართლო, რასაც სულ ვამბობდით, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა - სოზარ სუბარი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

მიხეილ სააკაშვილის სარჩელის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ქართულო პოლიტიკურ სპექტრში უკვე მოჰყვა გამოხმაურებები. მმართველი გუნდის შეფასებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტში მომზადებული რეზოლუციები და განცხადებები ლობისტური კამპანიის ნაწილი იყო. 

"ხალხის ძალის" თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, რეზოლუციები ხშირ შემთხვევაში ლობისტების ნამუშევარია.

"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკვე მერამდენედ გადაასხა ცივი წყალი იმ ცალკეულ ევროპოლიტიკოსებს, თუ ევროპარლამენტარების რეზოლუციებს, რომლებიც სრულიად უსამართლო განცხადებებს აკეთებენ. ეს რეზოლუციები, გამოჩნდა კიდეც, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში არის ლობისტების ნამუშევარი. ამერიკული ლობისტური კომპანიები ცდილობდნენ ეს რეზოლუციები გაეტანათ ევროპარლამენტში. რეზოლუციები იყო უსამართლო, რასაც ჩვენ სულ ვამბობდით, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა", - აცხადებს სოზარ სუბარი.

შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ, მიხეილ სააკშვილის სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტყილებაში დაწერა, რომ: "არ არსებობს საფუძველი, რათა ეჭვი შევიტანოთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი პროცესის სამართლიანობაში".

 

დღის ამბები