16 ნოემბერი 2024,   11:31
ვრცლად
რამდენად ამორალური უნდა იყო ადამიანი, როცა თავად ამბობს, რომ ჯანმრთელობის გამო ტოვებს თანამდებობას და საზოგადოებაში გაგაქვს კონტექსტს აცდენილი ინფორმაცია - ნინო წილოსანი შოთაძის გადადგომაზე

გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მიერ თანამდებობის დატოვებას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ეხმაურება. ნინო წილოსანი ოპოზიციის ნაწილის განცხადებებს აფასებს და ამბობს, რომ ამ თემაში პოლიტიკური სპეკულაციების ძებნა ამორალური საქციელია.

"ირაკლი შოთაძეს ვუსურვებ გამოჯანმრთელებას. მისი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, იქნება მსჯელობა და შეირჩევა ახალი პროკურორი. დარწმუნებული ვარ, ის ისეთივე მაღალი სტანდარტებით გააგრძელებს პროკურატურის ხელმძღვანელობას, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.

რაც შეეხება ირაკლი შოთაძის გადადგომასთან დაკავშირებულ სპეკულაციებს, რამდენად ამორალური უნდა იყო ადამიანი, როდესაც თავად შოთაძე ამბობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, რომელიც ადვილად დადასტურებადია, ის ტოვებს თანამდებობას და ამის პარალელურად მანიპულირებ და საზოგადოებაში გაგაქვს სრულიად კონტექსტს აცდენილი ინფორმაცია. როგორც საზოგადოება შეგყავს შეცდომაში, ასევე გარკვეულ ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობ თავად განმცხადებელს. ადამიანს თავისი ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამის პარალელურად აბრალებ სხვა რაღაცებს," - აცხადებს ნინო წილოსანი.

დღის ამბები