ეუთო-ოდირის დირექტორი თბილისში შეხვედრებს მართავს. ვიზიტის ფარგლებში, პირველი მოლაპარაკება მატეო მეკაჩიმ სალომე ზურაბიშვილთან გამართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განიხილეს საქართველოში მიმდინარე მოვლენები. ასევე, ის, თუ რა შედეგები შესაძლოა ჰქონდეს კანონის მიღებას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესსა და დემოკრატიულ განვითარებაზე.
მატეო მეკაჩი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე, თინათინ ბოკუჩავა ამბობს, რომ განხილვის მთავარი თემა სადავო კანონი იყო.
"განხილვის მთავარი თემა იყო რუსული კანონი. მისი მიზანი და არსი კრიტიკული აზრის, კრიტიკული მედიის, არასამთავრობო სექტორის მოქმედების შეზღუდვა, მათი დისკრედიტაცია, დელეგიტიმაცია და სტიგმატიზაცია და ამით კრიტიკული აზრის გაქრობის მცდელობაა,“ - აცხადებს თინა ბოკუჩავა.