17 ივნისი 2024,   14:20
ვრცლად
წვევამდელებმა ფიცი დადეს - საზეიმო ცერემონიაზე გაკეთებული განცხადებები

ფიცის დადების საზეიმო ცერემონია დასრულებულია - დღეს თავდაცვის ძალების ოჯახს 448 - რეკრუტი შეუერთდა. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს სიტყვით მიმართეს, პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა.

"ევროპული გზის გადარჩენა და სტაბილურობაა მთავარი გამოსავალი და ქვაკუთხედია შექმნილ სიტუაციაში და არა რევოლუცია. არჩევნები დემოკრატიულობის ერთადერთი გზა და საზომია, რითაც უნდა შეფასდეს ჩვენი მზადყოფნა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის," - გამოსვლის ძირითადი დრო ზურაბიშვილმა ქვეყანაში ბოლო პერიოდში არსებულ ვითარებას დაუთმო და თქვა, რომ დღევანდელ საქართველოს ვერავინ აიძულებს იცხოვროს სხვისი მრწამსით და სხვისი დოგმებით.

სალომე ზურაბიშვილი ღალატში დაადანაშაულა პრემიერ-მინისტრმა და თქვა, რომ ზურაბიშვილის ქმედებების მიუხედავად ქვეყანამ დამოუკიდებლობის შენარჩუნება მაინც შეძლო.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო და მისი დამოუკიდებლობა დღესაც ურთულესი გამოწვევების წინაშეა.

"დღეს როგორც არასდროს უნდა გავუფრთხილდეთ სამ საყრდენს მამულს ენას და სარწმუნოებას. "ქართული ოცნების" მიზანია ერთიანი და ძლიერი საქართველოს შექმნა," - თქვა მთავრობის მეთაურმა.

დღის ამბები