17 ივნისი 2024,   14:27
ვრცლად
პრემიერი: ჩვენი მთავარი სურვილია, რომ ყველას ჰქონდეს კეთილდღეობის ის ხარისხი, რომელსაც თითოეული ჩვენი მოქალაქე იმსახურებს

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა.

ირაკლი კობახიძემ საზეიმო დღისთვის მოწყობილი სივრცეები და სპეციალური ზონები დაათვალიერა, რომელიც მოალაქეებს მთელი დღის გან,მავლობაში უმასპინძლებს.

პრემიერი შეხვდა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხსაც, რომელიც, საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, ქვეყნის მთავარ გამზირზე დილიდან მივიდა.

“ჩვენი მთავარი სურვილია, რომ ყველას ჰქონდეს კეთილდღეობის ის ხარისხი, რასაც თითოეული ჩვენი მოქალაქე იმსახურებს და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ამისთვის ვიზრუნოთ, ვიზრუნოთ იმისათვის, რომ ყველამ ერთად ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ საქართველოში," - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

დღის ამბები