17 ივნისი 2024,   11:51
ვრცლად
ქალბატონმა სალომემ ისაუბრა, როგორც რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთმა წევრმა - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები.

პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტი კონსტიტუციის კიდევ ერთხელ დარღვევაში დაადანაშაულა.

"ქალბატონმა სალომემ, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი სტატუსიდან ესაუბრა, ისაუბრა, როგორც რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთმა წევრმა. ეს აჩვენებს, რომ უკვე მეორე წრეზე მიდის კონსტიტუციის დარღვევისა, როდესაც ის არჩევნებისთვის ემზადება, საარჩევნო სტრატეგიებს სახავს, კონკრეტულ მხარეს ირჩევს და ა.შ. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, ქალბატონი სალომეს მხრიდან.

შეიძლება გამომრჩა, მაგრამ არ მომხვდა ყურში არცერთი სიტყვა ჩვენი ტერიტორიების მთლიანობაზე, ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაზე, ჩვენ აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად ერთიან, გაერთიანებულ, ძლიერ და ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრებაზე. ეს გვაჩვენებს სად არის ქალბატონი სალომეს პრიორიტეტები...

მას მამული, როგორც ჩანს, სხვანაირად მიაჩნია, სხვა ფორმაში, სხვა კონსტრუქციით, სხვანაირი გავლენების ქვეშ მყოფი და ესეც დადასტურდა მისი დღევანდელი გამოსვლით", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები